ანსუ ფატი ჟირონასთან დაბრუნდება
- თამაშის დრო: კვირა, 15 სექტემბერი, 18:15
"ბარსელონას" თავდამსხმელის, ანსუ ფატის მოედანზე დაბრუნება ახლოვდება. ამის შესახებ ცნობებს Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ივარაუდება, რომ ფატი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება და ის 15 სექტემბერს "ჟირონასთან" გასამართი მატჩის განაცხადში იქნება.
ასევე MD იტყობინება, რომ ფატი ამ ეტაპზე ინდივიდუალურად უპრობლემოდ ვარჯიშობს და მას არანაირი დისკომფორტი არ აქვს. ესპანელი გუნდურ ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს და "ჟირონასთან" სათამაშოდ მზად იქნება.
გავრცელებული ცნობებით, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი 21 წლის შემტევზე დიდ იმედებს ამყარებს. გერმანელი სპეციალისტი აპირებს, ანსუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]