გავის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

გავის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ბარსელონას" ნახევარმცველის, გავის დაბრუნება ახლოვდება.

გავიმ მძიმე ტრავმა ნოემბერში სანაკრებო პაუზის დროს მიიღო, როდესაც საქართველოსთან მატჩში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. 20 წლის ტალანტმა გუნდური ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა გავის მოედანზე დაბრუნების ყველაზე შესაფერისი დრო განსაზღვრეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ესპანელი ფეხბურთელის დაბრუნება "სევილიასთან" ან "ესპანიოლთან" მატჩში შესაძლებელი იქნება. "ბარსა" "სევილიას" 20 ოქტომბერს დაუპრისპირდება, "ესპანიოლს" კი - 2 ნოემბერს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 სექტემბერი 2024 17:41
    0
    ესე იგი კიდევ ერთი თვე? ნეტავ აღარ დაიტრამვოს და მაგასაც მოვითმენთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 სექტემბერი 2024 16:43
    0
    ძალიან კარგი მთავარია ბოლომდე მოირჩინოს ტრავმა. ის ჟინი და მონდომება რომელიც თან სდევს არ უნდა დაკარგოს.
    Culé [?]
    #1 18 სექტემბერი 2024 22:52
    2
    ესპანიოლი მჩეხველი გუნდია და მთლად მაგათან დაბრუნება არ იქნება სწორი

    ისე ბაიერნთან და რეალთან კაი იქნებოდა რომ იყოს მზად ასე რომ იმედია სევილიათვის მზად იქნება
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა