ბარსელონა მარკ ბერნალის ახალ კონტრაქტზე მუშაობს
"ბარსელონა" გუნდის ამომავალ ვარსკვლავთან, მარკ ბერნალთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსამ" 17 წლის ტალანტთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად დოკუმენტების შეგროვება დაიწყო. ბერნალის განახლებული კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე იქნება ძალაში და მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ბერნალი ამჟამად ტრავმირებულია. ახალგაზრდა საყრდენმა ნახევარმცველმა გასული თვის ბოლოს ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მას მთელი სეზონი გაუცდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]