ხოსე ანხელი იტალიას ირჩევს
ხიხონის "სპორტინგის" ახალგაზრდა მარცხენა მცველმა, ხოსე ანხელმა განაცხადა, რომ მას საფეხბურთო კარიერის გაგრძელება იმ გუნდში სურს, რომელიც მას უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემს...
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავირჩიო გუნდი, რომელიც თამაშის უფრო მეტ შანს მომცემს. მართალია, რომ "ბარსელონა" ჩემდამი ინტერესებს გამოხატავდა, თუმცა მე ახლა ყველაზე მეტად იტალიური "რომა" მაინტერესებს", – აცხადებს 21 წლის ესპანელი – "არ ვიცი გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები ივლისის შუა რიცხვებამდე, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული."
იტალიური ყოველდღიური გამოცემა "Corriere dello Sport" ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ "რომა" ესპანელის სანაცვლოდ "სპორტინგის" მესვეურებს 5 მილიონ ევროს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს, რომაელების რიგებში ახალგაზრდა კატალონიელი, ბოიან კრკიჩი ჩაირიცხება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]