რეალ მადრიდი - ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

რეალ მადრიდი - ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: შაბათი, 26 ოქტომბერი, 23:00

"ბაიერნის" შემდეგ "ბარსელონას" და კონკრეტულად ჰანსი ფლიკს სეზონის მეორე დიდი გამოცდა ელის. გერმანელი სპეციალისტისთვის ეს კარიერაში პირველ "ელ კლასიკო" იქნება.

კატალონიური გუნდი გამარჯვების შემთხვევაში "რეალ მადრიდს" 6 ქულით გაასწრებს და ცხრილში პოზიციებს გაიმყარებს, მადრიდელებს კი ჩამორჩენის ნულამდე შემცირება შეუძლიათ. საინტერესოა, რომ "ბლანკოსს" ხვალ არწაგების დამატებითი მოტივაცია აქვს - ლა ლიგაში ანჩელოტის გუნდის დაუმარცხებელი სერია 42 მატჩს ითვლის, რაც "ბარსას" რეკორდს 1 მატჩით ჩამორჩება. თუმცა ამ სერიის დასრულება "ბარსელონას" მოტივაციაცაა.

სათამაშო ფორმა

"ელ კლასიკოს" ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება, რაც სანახაობრივი თამაშის წინაპირობას ქმნის. "ბარსელონა" ზრაპრული ფეხბურთის თამაშს აგრძელებს. გუნდმა "ოსასუნასთან" მარცხის შემდეგ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო (2 ლა ლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე), ჯამში 17 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა. ყველაზე შთამბეჭდავი, ცხადია, "ბაიერნთან" 4-1 მოგებაა.

მადრიდულმა გუნდმა ლა ლიგის ბოლო ორი შეხვედრა მოიგო, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" ზღაპრული ქამბექი (5-2) მიაყოლა. ლა ლიგაში "ბარსელონა" "რეალ მადრიდს" 3 ქულით უსწრებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა გოლების უკეთესი შეფარდების გამო ცხრილში "ბარსა" უფრო წინაა.

მიუხედავად იმისა, რომ "რეალ მადრიდის" შემადგენლობა ბევრად ვარსკვლავურია, "ბარსა" უფრო დამაჯერებლად თამაშობს და მოგებულ შეხვედრებში კითხვის ნიშნებს არ ტოვებს.

დანაკლისი

"ბარსელონას" დანაკლისი ცოტათი შეუმცირდა - გუნდს ფრენკი დე იონგი და გავი დაუბრუნდნენ, თუმცა ტრავმა ერიკ გარსიამ მიიღო, რომელიც ლაზარეთში რონალდ არაუხოს, მარკ ბერნალს, ფერან ტორესს, ანდრეას კრისტენსენსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შეუერთდა. 

რთული ვითარებაა "რეალ მადრიდის" მხარესაც. გუნდს დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის შემდეგ როდრიგო და ტიბო კურტუა გამოაკლდნენ. ტრავმირებულნი არიან ასევე დავიდ ალაბა და დანი კარვახალი. "ბარსასთან" მატჩისთვის ტრავმიდან განაცხადში დაბრუნდა ბრაჰიმ დიასი.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონას" და "რეალ მადრიდს" 257 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული და უპირატესობას "რეალ მადრიდი" ფლობს: 105 მოგება, 52 ფრე და 100 წაგება. "ბარსელონას" მადრიდელთა კარში ჯამში 419 გოლი აქვს გატანილი, 436-ის წინააღმდეგ.

მატჩების უმრავლესობა ცხადია ესპანეთის ჩემპიონატშია ჩატარებული. პრიმერა დივიზიონში გამართული 188 შეხვედრიდან 79 "რეალ მადრიდმა" მოიგო, 74 "ბარსამ", ხოლო 35 ფრედ დასრულდა.

"ბლაუგრანას" ცუდი სერია აქვს - გუნდმა ზედიზედ ოთხი "ელ კლასიკო" წააგო, რომელთაგან 3 გასულ სეზონში გაიმართა. მათ შორის იყო მტკივნეული მარცხები, ბოლო წუთზე გაშვებული გოლებითა და დიდი ანგარიშებით. 

მსაჯი

"ელ კლასიკოს" ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.

სანჩეს მარტინესი 41 წლისაა. მან მსაჯობა 2005 წელს მესამე დივიზიონში დაიწყო. 2011 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს. მარტინესი 2017 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.

კარიერის განმავლობაში სანჩეს მარტინესი თამაშში საშუალოდ 27.57 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.35 ყვითელ და 0.23 წითელ ბარათს უჩვენებს. მარტინესის მიერ განსჯილი თამაშების 44%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 33%-ში - სტუმრები.

ხოსე მარიას აქამდე 6 "ელ კლასიკოში" უმსაჯია, რომელთა შედეგებიც ასეთია:

  • 16/17 (ლა ლიგა): რეალ მადრიდი 0-3 ბარსელონა
  •  17/18 (ესპანეთის სუპერ თასი): რეალ მადრიდი 2-0 ბარსელონა
  •  18/19 (ლა ლიგა): ბარსელონა5-1 რეალ მადრიდი
  •  18/19 (თასის ნახევარფინალი): რეალ მადრიდი 0-3 ბარსელონა
  •  21/22 (ლა ლიგა): ბარსელონა 1-2 რეალ მადრიდი
  •  22/23 (ლა ლიგა): რეალ მადრიდი 3-1 ბარსელონა

ხოსე მარია სანჩეს მარტინესის სტატისტიკა "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდის" თამაშებში:

ბარსელონა რეალ მადრიდი
თამაში 34 35
მოგება 26 23
წაგება 6 5
ფრე 2 7
წითელი ბარათი 1 (მწვრთნელი გააგდო) 3
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 8 5
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 6 4


მწვრთნელები მატჩის წინ

ყველა მეტოქეს ინდივიდუალურად ვუდგებით და რა თქმა უნდა "რეალ მადრიდთან" მატჩისთვისაც განსხვავებულად მოვემზადებით. ყველა გუნდს ჰყავს სწრაფი მოთამაშეები, რომელთაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ჩემს გუნდს ბოლომდე ვენდობი, საკუთარი თავის გვჯერა.

ფლიკის კომენტარი სრულად

იამალის შესაჩერებლად განასკუთრებული გეგმა არ გვაქვს. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. მისი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. ლამინი ძალიან სახიფათოა, თუმცა მხოლოდ ერთ მოთამაშეზე ვერ ფოკუსირდებით. "ბარსელონაში" ბევრი კარგი ფეხბურთელია.

ანჩელოტის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): პენია - კუნდე, კუბარსი, მარტინესი, ბალდე - პედრი, კასადო, ფერმინი - იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია

რეალ მადრიდი (4-4-2): ლუნინი - ვასკესი, რუდიგერი, მილიტაო, მენდი - ვალვერდე, ჩუამენი, მოდრიჩი, ბელინგემი - ვინისიუსი, მბაპე

Marca

ბარსელონა (4-3-3): პენია - კუნდე, კუბარსი, მარტინესი, ბალდე - პედრი, კასადო, ოლმო - იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია

რეალ მადრიდი (4-3-1-2): ლუნინი, ვასკესი, მილიტაო, რუდიგერი, მენდი - ვალვერდე, ჩუამენი, კამავინგა - ბელინგემი - მბაპე, ვინისიუსი

AS

ბარსელონა (4-3-3): პენია - კუნდე, კუბარსი, მარტინესი, ბალდე - პედრი, კასადო, ფერმინი - იამალი, ლევანდოვსკი, რაფინია

რეალ მადრიდი (4-4-2): ლუნინი - ვასკესი, რუდიგერი, მილიტაო, მენდი - ვალვერდე, მოდრიჩი, ჩუამენი, ბელინგემი - მბაპე, ვინისიუსი

Relevo

ბარსელონა (4-2-3-1): პენია - კუნდე, კუბარსი, მარტინესი, ბალდე - პედრი, კასადო - იამალი, ფერმინი, რაფინია - ლევანდოვსკი

რეალ მადრიდი (4-4-2): ლუნინი - ვასკესი, რუდიგერი, მილიტაო, მენდი - ვალვერდე, ჩუამენი, მოდრიჩი, ბელინგემი - ვინისიუსი, მბაპე

პროგნოზი

  • WhoScored: 3-3
  • Sportskeeda: 2-3
  • Sportsmole: 2-2
  • Goal.com: 2-2

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 27 ოქტომბერი 2024 18:53
    0
    მსაჯი ძალიან მკაცრია და ფეხებზე კიდია ვინ არღვევს, თავისუფლად შეუძლია წითლის ჩვენებაც. ისე რო კარგია რეალი ვერ ივირებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 26 ოქტომბერი 2024 21:47
    0
    ჩავიმ ერთ სეზონში ზედიზედ მოიგო მატჩები და ბოლო სეზონში ჩაიჯვა ისევ, წააგო ზედიზედ სამი კლასიკო და ორი გამანადგურებელი ანგარიშით.
    Culé [?]
    #10 26 ოქტომბერი 2024 21:32
    1
    შესნი
    კუნდე-კუბარსი-ინიგო-ბალდე
    კასადო-პედრი
    იამალი-ფერმინი-რაფინია
    ლევანდოვსკი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 ოქტომბერი 2024 17:30
    2
    Amoiteneba dges reali rogor vaierni.vapshe araa reali pormashi
    წევრი [?]
    #8 26 ოქტომბერი 2024 17:21
    2
    პენია ისე ცუდად დარბის წინ და უკან მგონია ცენტრიდან დაურტყამენ. ბავარიასთანაც ვიფიქრე ეგ და ქონდათ მცდელობა 3-1 ზე, ვიღაცამ დაარტყა ცენტრიდან და არ გამოუვიდა. უაზროდ ტოვებს კარს და სეივის შანსი არ ექნება ვინმემ თუ შეასრულა ნორმალური დარტყმა ცენტრიდან
    ფანი [?]
    #7 26 ოქტომბერი 2024 16:51
    1
    ფლიკმა ერთი ამხანაგური ელ კლასიკო ხომ მოუგო ანჩელოტის, სეზონის წინ.
    გულშემატკივარი [?]
    #6 26 ოქტომბერი 2024 16:21
    1
    ციტატა: Barca for life
    გუშინდელ ვარჯიშს ვუყურე და არ გამოვრიცხხავ რომ დღეს შესნი დააყენონ რადგან ვიდეოში ერთადერთი მეკარე მხოლოდ ეგ ჩანდა, ანუ მაგას ავარჯიშებდნენ ძირითადად.
    ასევე არ გამოვრიცხავ რომ პირდაპირ ოლმოთი დაიწყოს რადგან ბაიერნთან 20 წუთი მისცა ისევე როგორც წინაზე ეგ 20 წუთი ფერმინს მისცა სევილიასთან.
    ხოდა თუ ეს ორი რაღაც გამართლდა, ყოველგვარი შიშის გარეშე ვუყურებ კლასიკოს.

    Ეგრე თუ მოხდა ძალიან მაგარი იქნება. Ოლმო მეორე ტაიმშიც რო ჩაერთოს არ იქნება დიდი პრობლემა, ფერმინს სრულიად ვენდობი. Მთავარია შესნი იდგეს კარებში, რაცარუნდა ცუდ ფორმაში იყოს პენიას ყველანაირად ჯობია
    Culé [?]
    #5 26 ოქტომბერი 2024 15:37
    0
    იცი რა არის უბრალოდ სახელებშია სხვაობა ვიდეოებს რომ ვუყურებ აშკარად რეალის ფეხბურთელებს ირჩევენ შედარების დროს და ამ დროს ბარსას ეს ვითომ უსახელო შემადგენლობა ანადგურებს წელს ყველას და ყველაფერს აეგაა შეცდომა რომ არაფასებენ მეტოქეს ასე ეგონა ბაიერნსაც რომ მეტოქეობას გაგვიწევენ და ეგააო მაგრამ ზე დონე დადო ფლიკმა აგერ 12 თამაშში უკვე და ის ყველა რომ დაბრუნდება შტეგენის გარდა მერე ნახე დაცვაც კი არიქნება პრობლემა არანაკლები გამქცევები ყავს ბაიერნს დევისი სანე მუსიალა კომანიც კი მაგრამ რაა მთავარია ცეეენტრიიი აუღეთ
    წევრი [?]
    #4 26 ოქტომბერი 2024 15:18
    0
    Barca for life, მე მაინც პედრი-იამალს მივანიჭებდი უპირატესობას. ფორმაში მყოფი პედრის ყურება ყველაზე მაგრა მსიამოვნებს, იგივეს ვიტყვი იამალზეც, მარა ეგ იმას არ ნიშნავს ოლმოს ვერ ვაფასებ, პირიქით ბარსა პედრის და იამალს უფრო შეცვლის ვიდრე ოლმოს. ფერმინიც ახლოსაა იქვე და ჩემთვის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს, მაგრამ ჯერ ცოტა ადრეა ამხელა ტვირთი. ფერმინო არის მოსიარულე რეზულტატი.
    წევრი [?]
    #3 26 ოქტომბერი 2024 14:17
    0
    ოლმოს თუ შანსი აქვს ძირითადში დაწყების უნდა დაიწყოს, ოლმო ბარსაში ყველაზე მაგარი ფეხბურთელი არაა , მაგრამ ამ ფორმაციის ბარსაში ყველაზე საჭირო კაცია. ეგ ბიჭი არის გუნდის ბალანსი, გრძელი პასები, მოკლე პასები კარში დარტყმა საგოლე ალღო მოკლედ ყველაფერი აქ მაგ ბიჭს და ფლიკის ბარსაში N1 კაცია ჩემი აზრით. ოლმოსთან და ოლმოს გარეშე სხვადასხვა გუნდია ბარსა, ოლმოსთან ერთად უფრო საშიში და მომაკვდინებელია. ბუსკეტსიც არ იყო ბარსას შემადგენლობაში ყველაზე მაგარი მარა ყველაზე საჭირო კაცი იყო ტაქტიკისთვის
    გულშემატკივარი [?]
    #2 26 ოქტომბერი 2024 12:17
    0
    0-3 2016/17 წლის სეზონში არ მოგვიგია, 2017/18-ში იყო სუარესის, მესის და ალეიშ ვიდალის გოლებით ❤️💙 ჩაასწორე სესე ❤️
    წევრი [?]
    #1 26 ოქტომბერი 2024 09:49
    4
    ძალიან მიყვარს ფერმინი და ისედაც იმსახურებს სასტარტოს კლასიკოში მაგრამ თუ ოლმო 100% მორჩენილია ოლმომ უნდა დაიწყოს

    პენია
    კუნდე კუბარსი ინიგო ბალდე
    კასადო პედრი
    იამალი ოლმო რაფიკა
    ლევანა
    ანგარიშიდან გამომდინარე შევცვლიდი კასადოს ისე 90 წუთს ვათამაშებდი ძაან გიჟი ბიჭი გვყავს დაცვას და ნახ დაცვას ისე აკავშირებს ერთმანეთან თითქოს ბუსკეცი ელაპარაკება ყურსასმენით და ეუბნება რა დროს სად უნდა იდგეს როგორ და რანაირად😎ვისკა ბარსა ვიგებთ დღეს ჩვენც და ილოც