”ბარსა” დოს სანტოსისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

”ბარსა” დოს სანტოსისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს


მას შემდეგ, რაც ჯონათან დოს სანტოსმა და მექსიკის ნაკრების 7-მა ფეხბურთელმა სავარჯიშო ბაზაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები მიიყვანეს და ეს თემა საჯარო გახდა ”ბარსელონამ” დაიწყო ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება. კლუბი უკვე დაუკავშირდა მექსიკის ფეხბურთის ფედერაციას და აპირებს ფეხბურთელთან გასაუბრებას, რათა გაიგონ მისი ვერსია ამ თემასთან დაკავშირებით.

”ბარსელონას” არ აქვს დაგეგმილი ფეხბურთელის დასჯა, რადგან ეს უკვე მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ გააკეთა. ”ბარსას” ხელმძღვანელობა ვერ ხვდება ამ მოქმედების მიზეზს, რომელიც კლუბის რეპუტაციას ზიანს აყენებს.

8 ფეხბურთელი, რომელიც მოიკვეთა კოპა ამერიკის გათამაშებიდან უკვე მექსიკაში იმყოფება. თითოეულ მათგანს დაკისრებული აქვს ჯარიმის, 3000 ევროს გადახდა, რომელიც ქველმოქმედებაში დაიხარჯება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.