ჯონათანს დარჩენა სურს

ჯონათანს დარჩენა სურს

 

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა მექსიკელმა წევრმა, ჯონათან დოს სანტოსმა, რომელიც "კოპა ამერიკაზე" მექსიკის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს, განაცხადა, რომ მას ამჟამინდელ კლუბში დარჩენა და თამაში სურს...

 

"მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი. ვიცი, რთულია პირველ გუნდში მოხვედრა და თამაში, თუმცა მიუხედავად ამისა, მე მაინც "ბარსელონაში" დარჩენა მსურს", – განაცხადა მექსიკელმა, რომელზეც აგორდა ჭორები, თითქოს მას შემდეგ, რაც მუნდიალზე, ხავიერ აგირემ მექსიკის ნაკრებში არ გამოიძახა, მას სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა სურდა. ამაზე კი დოს სანტოსმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იყო ლაპარაკი, თითქოსდა მე ესპანეთის, ან ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების ღირსებას დავიცავდი, თუმცა მე ასი პროცენტით მექსიკელი ვარ და არც არასდროს მიფიქრია სხვა ქვეყნის მაისურის მორგებაზე."'


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.