ჰანსი ფლიკი ესპანიოლთან მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ესპანიოლთან" გამარჯვების შემდეგ მედიასთან პრესკონფერენცია გამართა.
მეორე ტაიმი კარგი არ ყოფილა, თუმცა ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს მისაღები იყო, რადგან აქამდე შესანიშნავ პეროფრმანსს აჩვენებენ, თუმცა ოთხშაბათს უკეთესი თამაში გვჭირდება.
გუნდს ვუთხარი, რომ ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ექვსი მატჩი უნდა მოგვეგო. 4 უკვე მოგიგეთ, წინ კიდევ ორი თამაშია, ისინიც მოვიგოთ და მაშინ ბედნიერი ვიქნები.
დერბი ყოველთვის რთული გამოდის. პირველ ტაიმში გუნდმა მაღალი დონე აჩვენა, მეორე ნახევარში კი სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. ბევრი ბურთი დავკარგეთ და "ესპანიოლმა" ერთი გოლის გატანა სწორედ ამის ხარჯზე შეძლო. ეს უნდა გამოვასწოროთ.
მნიშვნელოვანია, რომ გავი სასტარტო შემადგენლობას ეტაპობრივად შეეჩვიოს.
არავის და არაფრის არ მეშინია. ყველა მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად ვემზადებით და გუნდს ვენდობით. ფეხბურთელები ყოველთვის 100%-ით იხარჯებიან და ფანებს ამის ყურება მოსწონთ. გვინდა, ასე გავაგრძელოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]