სორიანო "პრემიერ ლიგასთან" ახლოსაა

სორიანო "პრემიერ ლიგასთან" ახლოსაა

 

კატალონიის "ბარსელონას" 25 წლის ფორვარდი, ჯონათან სორიანო "სუონსი სიტისთან" ახლოსაა...

 

როგორც კატალონიური სპორტული გამოცემა "სპორტი" გვამცნობს, "სუონსი სიტი" 25 წლის ესპანელი ფორვარდის, ჯონათან სორიანოს გადაბირებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ფებურთელი, რომლისთვისაც უელსელები იბრძვიან, 2010/11 წლების სეზონში "სეგუნდა დივიზიონის" ბომბარდირი, 32 გატანილი გოლის წყალობით გახდა.

 

"პრემიერ ლიგაში" გადმობარგებული კლუბის პრეზიდენტი, ჰიუ ჯენკინსი აცხადებს, რომ მალე ფეხბურთელის აგენტი და მისი კლუბის ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდებიან და იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.