ალვეშის ბრაზილიამ ვერ გაიმარჯვა
გუშინ, თბილისის დროით 23 საათზე, ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის "კოპა ამერიკას" პირველი შეხვედრა გამართა. მატჩში მონაწილეობას ბლაუგრანელი დანი ალვესიც იღებდა...
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის "კოპა ამერიკას" პირველი შეხვედრა ვენესუელას ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ბრაზილიელთა თავკაცმა, მანო მენეზიშმა სასტარტო თერთმეტეულში კატალონიის "ბარსელონას" მარჯვენა ფლანგის ბატონ–პატრონი, დანი ალვესიც შეიყვანა, ხოლო მეორე ბლაუგრანელი ადრიანო კორეია მთელი 90 წუთის მანძილზე სათადარიგო სკამზე იჯდა.
მატჩის ფავორიტებად რაღა თქმა უნდა ბრაზილიელები იქნენ შერაცხულნი, თუმცა ეს ანგარიშზე არ ასახულა. მართალია ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ბრაზილია მთელი 90 წუთის მანძილზე ცდილობდა ვენესუელას ეროვნული ნაკრების მეკარის, ვეგას შეწუხებას, თუმცა ეს მცდელობა მცდელობადვე დარჩა და ვეგას კარის ბადეც არც ერთხელ არ იქნა შერხეული. მის დახმარებას ხან ძელი, ხან მისი მცველები და ხანაც თავისივე ხელები ახერხებდნენ. თავის მხრივ, დანი ალვესმაც ყველა ღონე იხმარა მოსაგებად, მაგრამ ამაოდ. დანის გუნდმა ვერ გაიმარჯვა, თუმცა იმის თქმა ნამდვილად არ შეიძლება, რომ ეს შეხვედრა ალვეშმა ცუდად ჩაატარა.
მატჩის მიმოხილვა
[media=http://www.youtube.com/watch?v=ezWEDth2e8w]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]