სერხიო ხადუემ ჟურნალისტებს როსელის აზრები გაუმხილა

სერხიო ხადუემ ჟურნალისტებს როსელის აზრები გაუმხილა

 

ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სერხიო ხადუემ განაცხადა, რომ სანდრო როსელი ალექსის სანჩესის "ბარსასთან" დამოკიდებულებით ბედნიერია...

 

ჩილეურ გამოცემა "La Tercera"–ს ცნობით, ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, სერხიო ხადუეს შაბათს კატალონიური "ბარსელონას" პრეზიდენტთან, სანდრო როსელისთან და ბრაზილიის ფედერაციის პრეზიდენტ რიკარდო ტეიშეირასთან ერთად ლანჩი ჰქონდა. სერხიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ როსელი ალექსისის "ბარსასთან" დამოკიდებულების გამო ბედნიერია. "როსელი ძალიან ბედნიერია იმით, რომ ალექსისს სწორედ მის გუნდში სურს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება", – განაცხადა ხადუემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.