ოფიციალურად: ბარსას ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირება შეუძლია
ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში "ბილბაოსთან" თამაშის წინ "ბარსელონამ" კარგი ამბავი შეიტყო - სპორტულმა სასამართლომ კატალონიური გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
"ბლაუგრანა" დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სასამართლოსგან დროებით ღონისძიებას ითხოვდა. კატალონიელებმა მიზანს მიაღწიეს.
ეს ნიშნავს, რომ ესპანელ ფეხბურთელებზე დროებითი რეგისტრაციის ნებართვა გაიცა. ეს ნებართვა მანამ იმოქმედებს, სანამ სასამართლო საქმის განხილვას დაასრულებს და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
დღეს "ბილბაოს" დამარცხების შემთხვევაში "ბარსელონას" დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის სუპერ თასის ფინალში დაიხმარს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]