ფემენია მალე ბარსელონას ესტუმრება
როგორც ალიკანტური გამოცემა "La informacion" იტყობინება, კიკო ფემენია ამ კვირის ბოლოს "ბარსელონას" შეუერთდება...
როგორც ალიკანტური პრესა გვამცნობს, "ერკულესის" ახალგაზრდა ფეხბურთელი კიკო ფემენია ამ კვირის ბოლოს, კატალონიაში გადაბარგდება. კატალონიური "ბარსელონას" მესვეურებმა "ერკულესთან" შესათანხმებლად 4 მილიონი ევრო გამოყვეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ ფემენიას "ბარსაში" ამოეყო თავი.
თავის სამშობლოში ყოფნისას, ფემენიამ ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეს ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგაც მე ახალ სამყაროში ვაბიჯებ ფეხს." აქვე გეტყვით, რომ იგი პირველი სეზონის უმეტეს ნაწილს ეუსებიო საქრისტანის "ბარსა ბ"–ში გაატარებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]