კიკო ფემენია ბარსელონაში გადმობარგდება

კიკო ფემენია ბარსელონაში გადმობარგდება

როგორც კატალონიური გამოცემა "სპორტი" იუწყება, "ერკულესის" ახალგაზრდა ფეხბურთელი, კიკო ფემენია ამ კვირაში "ბარსას" მაისურს მოირგებს. ამ ინფორმაციას თავად "ერკულესის" პრეზიდენტი, ვალენტინ ბოტელიაც ადასტურებს...
პროგრამა "Esports COPE"–სთან საუბრისას, "ერკულესის" პრეზიდენტმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ კიკო ფემენია "ბარსაში" 2 მილიონი ევროს ნაცვლად გადადის: "მე ვფიქრობ, რომ ამ კვირაში იგი უკვე "ბარსას" ფეხბურთელი იქნება."
ბოტელიას სჯერა, რომ კიკო კატალონიურ გრანდში წარმატებას მიაღწევს. "ბავშვს უდიდესი ენთუსიაზმი აქვს და ჩვენ მას წასვლაში ხელს შევუწყობთ. მალე "ბარსაში" დიდებული ფეხბურთელი და დიდებულით ადამიანი ჩაირიცხება. კიკო ძალიან დიდსულოვანია. იგი ფეხბურთისთვის ცოცხლობს", აცხადებს "ერკულესის" პრეზიდენტი.
აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი 1990 წელს არის დაბადებული და მისი სიმაღლე 1.74 მეტრს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.