"Sky Sports":"რეალმა" 45 მილიონი ფუნტი გაამზადა

"Sky Sports":"რეალმა" 45 მილიონი ფუნტი გაამზადა

"Sky Sport"-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, ლონდონის "არსენალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი გადაიბირონ. "რეალის" ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა პრემიერ ლიგის გუნდს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.

 

 როგორც წყარო გადმოგვცემს,  სამეფო კლუბი ყოფილი "ბარსელონელის" სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ ტრანსფერის მთავარი ინიციატორი, "თეთრების" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გახლავთ.

 

 აქვე უნდა გავიხსენოთ "ბარსელონას" ბოლოდროინდელი შეთავაზებაც, როდესაც კატალონიელები "არსენალს" 35 მილიონ ფუნტს სთავაზობდნენ, მაგრამ ლონდონელთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სესკი 44 მილიონზე კალებად არ გაიყიდებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასს თავის ამჯამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. მან გასულ სეზონში 25 პრემიერ ლიგის შეხვედრა ჩაატარა და სამი ბურთის გატანა მოახერხა.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.