ცნობილია 2 ფეხბურთელი, რომლებიც ბარსას ლეგენდების გუნდში თბილისში ითამაშებენ
დღეს ცნობილი გახდა, რომ 16 მაისს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების ლეგენდები "ბარსელონას" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.
კატალონიური კლუბის შემადგენლობაზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცით. როგორც წესი, "ბლაუგრანა" ლეგენდების გუნდში მოთამაშე ფეხბურთელების განაცხადს ნელ-ნელა ასახელებს ხოლმე. პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი მოთამაშეა ცნობილი - გაისკა მენდიეტა და ხავიერ სავიოლა.
"ბარსელონას" ლეგენდების გუნდში რამდენიმე ათეული ფეხბურთელია და სხვადასხვა მატჩებში სხვადასხვა მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას. მენდიეტასა და სავიოლას გარდა თბილისში შეიძლება ვიხილოთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ვიტორ ბაია, ჯანლუკა ძამბროტა, ჟულიანო ბელეტი, მიგელ ანხელ ნადალი, ერიკ აბიდალი, სერჟი ბარჟუანი, ფრანკ დე ბური, კარლეს პუიოლი, გაბრი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, დეკუ, ედმილსონი, რონალდინიო, ხრისტო სტოიჩკოვი, ხულიო სალინასი, ჰენრიკ ლარსკონი, ლუდოვიკ ჟიული, რივალდო, პატრიკ კლუივერტი, ტიერი ანრი, ბოიან კრკიჩი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]