ჰანსი ფლიკის კომენტარი ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის 1/2-ფინალის განმეორებით შეხვედრაში "ატლეტიკოს" დამარცხებისა და ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ვფიქრობ, პირველ ტაიმში ბურთს ვაკონტროლებდით, მომენტები შევქმენით, შეგვეძლო მეტი გოლიც გაგვეტანა, მაგრამ ასე მოხდა. აქ 1-0, კარის მშრალად შენახვა შესანიშნავია.
ჩვენ "ბარსა" ვართ. წინ სწორი გზით მივდივართ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ.
მეორე ტაიმში თავს ძალიან კარგად ვიცავდით, გაბედულად ვითამაშეთ. უნდა ვიამაყოთ.
ბოლო თვეებში თამაშის ბევრი კომპონენტი გავაუმჯობესეთ.
ფინალამდე, "რეალ მადრიდთან" დაპირისპირებამდე, ჯერ შორია, ბევრი შეხვედრა დაგვრჩა. ახლა ეს მნიშვნელოვანი არაა.
აქ კარის მშრალად შენახვა ან მოგება იოლი არაა. "ატლეტიკო" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
მომწონს, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზეა, მაქსიმუმს აკეთებს. ეს წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია.
ტრებლი? ოცნება შეგვიძლია, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ეს მარტივი არაა. აღდგენითი სამუშაოები უნდა შევასრულოთ და "ბეტისთან" შაბათის შეხვედრისთვის მოვემზადოთ.
გარსია ნახევარდაცვაში სტაბილურობას გვმატებს, რაც შეხვედრის მეორე ნახევარში გვჭირდებოდა. ზამთარში მას სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ დავარწმუნე, რომ ითამაშებდა. ერიკი ახლა ძალიან კარგია.
ტორესი თასის სხვა მატჩებში ძალიან კარგი იყო. მან თამაში დაიმსახურა და ბედნიერი ვარ, რომ ისევ გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]