ლამინ იამალის პრესკონფერენცია ინტერთან თამაშის წინ
- თამაშის დრო: ოთხშაბათი, 30 აპრილი, 23:00
"ბარსელონას" ვარსკვლავი ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ინტერთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
ეს ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. ასეა ბევრი თანაგუნდელის შემთხვევაშიც. ფინალში გასვლის დიდი სურვილი გვაქვს და ასევე ცხადია, გვინდა, გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
"რეალ მადრიდზე" განცხადება მათ კლუბში კარგად არ მიიღეს? ვიდრე ვიმარჯვებ, არაფრის თქმა არ შეუძლიათ; როდესაც დამამარცხებენ, ამის გაკეთება შეეძლებათ.
"ინტერი" ძალიან კარგი გუნდია. ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ, გუნდურად ვითამაშოთ.
ინიგო და დე იონგი საოცარი ფეხბურთელები არიან. ყველა ჩემზე, რაფასა და პედრიზე საუბრობს... შესაძლოა, ინიგო და ფრენკი დიდ ყურადღებას არ იქცევენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.
ჩემს ასაკში ცოტა ფეხბურთელს თუ ჩაუტარებია ამდენი მატჩი ისეთ გუნდში, როგორიც "ბარსაა". ყოველდღიურ მოტივაციას ყველაზე მეტად ვაფასებ.
შიში არასდროს მქონია. მატჩების წინ ყოველთვის მოტივირებული ვარ. შიში დიდი ხნის წინ მატაროს პარკში მოვიტოვე.
თასის ფინალში შექმნილი ატმოსფერო... უნდა გახვიდე და ისიამოვნო. ამას ისევ გამოვცდიდი.
წინა ერთ-ერთ მატჩში ფიზიკურად ყველაზე მეტად გაგვიჭირდა, ფინალში და "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ კი გული ფეხებზე ძლიერია.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ლა ლიგის მატჩის კონტექსტი არ აქვს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად თამაშობ.
არ ვიცოდი, გუშინ რა გამეკეთებინა. ელექტროენერგიის გათიშვამ ყველა გვანერვიულა.
საკუთარ თავს ვერავის შევადარებ, მით უმეტეს მესის. ამას თქვენ მოგანდობთ. ჩვენ განვითარებაზე ვართ კონცენტრირებულები. შედარება უაზრობაა. ლეოს ვეთაყვანები. ის ისტორიაში საუკეთესოა.
ფეხბურთი არის სპორტი, რომელსაც ასაკი არ აქვს. ეს ჩვენზე, ახალგაზრდებზე, საერთოდ არ მოქმედებს. ძალიან მაღალ დონეზე ვთამაშობთ. ასაკი მხოლოდ ციფრებია.
ბარელა და ლაუტარო ძალიან მომწონს. "ინტერი" კონტრშეტევებზე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ამ გუნდის თამაშის ნახვა მომწონს.
რაფინიას მსგავსი კაპიტნების ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ბავშობაში გამოვცადეთ, რას წარმოადგენდა "ბარსელონა". არა მხოლოდ იმის გამო ვთამაშობთ, რომ ფეხბურთელები ვართ, არამედ იმიტომ, რომ გვინდა, "ბარსამ" მოიგოს. ამ კლუბის ღირსებას ბავშვობიდან ვიცავთ.
ეს "ბარსელონასა" და ლამინ იამალის ერა იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]