კარგი და ცუდი ამბები - ვინ როდის ბრუნდება?
გადატვირთულმა გრაფიკმა დაღი "ბარსელონასაც" დაასვა. სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე კატალონიური კლუბი მნიშვნელოვან ფეხბურთელებს კარგავს.
"რეალ მადრიდთან" და "ინტერთან" გამართული შეხვედრები "ბლაუგრანას" სასტარტო შემადგენლობის წევრებმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და ალეხანდრო ბალდემ გამოტოვეს, გუშინ კი მათ ჟიულ კუნდეც შეუერთდა.
Mundo Deportivo "ბარსელონას" ლაზარეთში არსებულ სიტუაციაზე ბოლო ცნობებს გვაწვდის.
ჟიულ კუნდე
ყველაზე ცუდი ამბავი "ბარსას" შეუცვლელი მარჯვენა მცველის ტრავმაა. კატალონიური მედიის ცნობით ფრანგი უკანახაზელის "ინტერთან" განმეორებით მატჩში მოედანზე ხილვა გამორიცხულია, ასევე მცირე შანსია, მან 11 მაისს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ ითამაშოს.
ალეხანდრო ბალდე
სამაგიეროდ კარგი ამბები გვაქვს დაცვის საპირისპირო მხარეს. ალეხანდრო ბალდე თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა და მოსალოდნელია, რომ "ინტერთან" განმეორებითი თამაშისთვის ის მზად იქნება.
რობერტ ლევანდოვსკი
მკურნალობის ბოლო ეტაპზეა პოლონელი ბომბარდირიც. Mundo Deportivo-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ მილანში გასამართი განმეორებითი შეხვედრისთვის ლევანდოვსკიც მზად იქნება.
მარკ კასადო
კიდევ ერთი ტრავმირებული მარკ კასადოა. "ლა მასიას" აღზრდილი საყრდენი ნახევარმცველი მკურნალობას განაგრძობს და მისი "ინტერთან" ან "რეალ მადრიდთან" მოედანზე ხილვა თითქმის გამორიცხულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]