ბარსელონა ნიკო უილიამსს არ ივიწყებს [Sport]
"ბარსელონა" ზაფხულში "ბილბაოს" 22 წლის გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
"ბლაუგრანა" უილიამსის დამატებას გასულ წელს აქტიურად ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად "ბარსას" სურს, გუნდი ისეთი ფეხბურთელით გააძლიეროს, რომელიც შეტევას უფრო დააბალანსებს. წყაროს ცნობებით, კატალონიური კლუბი ისევ ნიკოს კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს.
ესპანელი შემტევის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონ ევროს შეადგენს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 39 ]