ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონი - საუკეთესოობისთვის 5 ბარსელონელი იბრძოლებს
ესპანეთის ჩემპიონატის 2024/25 წლების გათამაშება დასრულებულია. ახლა დროა, ლა ლიგამ შემდეგ კატეგორიებში სეზონის საუკეთესოები გამოავლინოს: საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მოთამაშე 23-წლამდელთა შორის, საუკეთესო გოლი და საუკეთესო სეივი. "ბარსელონას" პირველ სამ კატეგორიაში 5 წარმომადგენელი ჰყავს.
ჰანსი ფლიკი საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის იბრძოლებს, რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი და პედრი კი შეეცდებიან, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დაისაკუთრონ. უკანასკნელი ორი მათგანი ასევე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის კატეგორიაშიცაა ნომინირებული.
კანდიდატთა სია ასეთია:
- საუკეთესო მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე, მიჩელი, დიეგო სიმეონე, ხოსე ბორდალასი, მანუელ პელეგრინი, მანოლო გონსალესი, ჰანსი ფლიკი.
- საუკეთესო ფეხბურთელი: ვინისიუსი, ჯუდ ბელინგემი, კილიან მბაპე, ოიან სანსეტი, ისკო, რაფინია, ლამინ იამალი, რობერტ ლევანდოვსკი, პედრი.
- საუკეთესო ფეხბურთელი 23-წლამდელთა შორის: ალბერტო მოლეირო, ფაბიო სილვა, ლამინ იამალი, პედრი, არდა გიულერი, ჯუდ ბელინგემი, დიეგო ლოპესი.
თქვენს რჩეულს შეგიძლიათ, ხმა ამ გვერდზე მისცეთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]