კანი: ”ვალდესი კარგი მეკარეა, მაგრამ უიღბლო”

კანი: ”ვალდესი კარგი მეკარეა, მაგრამ უიღბლო”


გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა მსოფლიოს საუკეთესო კიპერები დაასახელა.

 - ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მეკარე?

 - მე სამ მეკარეს ყველაზე მაღლა ვაყენებ. ესენია ბუფონი, კასილიასი და ჩეხი. ისინი საუკეთესოები არიან.

 - რას იტყვით ვალდესზე, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მეკარეზე?

 - კარგი მეკარეა, იშვიათად ცდება. ის უიღბლოა. მას მუდმივი უბედურება აქვს - კასილიასის ზურგი...

 - არის მოსაზრება, რომ ვალდესი ტოპ მეკარე არაა...

 - რას ლაპარაკობთ? კასილიასი, ვალდესი აკინფეევი, ბუფონი და ჩეხი შესანიშნავი კიპერები არიან. რომელია საუკეთესო ამჟამად დამოკიდებულია მხოლოდ მათ სათამაშო ფორმაზე კონკრეტულ დღეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.