ბარსელონამ პირველი სავარჯიშო სესია გამართა
ბარსელონამ 2025/26 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო. ფეხბურთელებმა გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარეს, დღეს კი პირველი სავარჯიშო სესია გამართეს.
სესიაში 36 ფეხბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის, ახალწვეულები - ჟოან გარსია და რუნი ბარდგჯი. აღსანიშნავია, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა განცალკევებით, დარბაზში ივარჯიშა.
გუნდი 24 ივლისს აზიაში გაემგზავრება და 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ბარსელონა აზიური ტურნეს ფარგლებში ვისელ კობეს (27 ივლისი), სეულსა (31 ივლისი) და ტეგუს (4 აგვისტო) დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]