ტიაგო ალკანტარა: ”მე არ შევცლილვარ”
”ბარსელონას” ნახევარმცველი გუშინ დროებით ბავშვობაში დაბრუნდა. ”NIKE”-ის ახალი მოედნის პრეზენტაციისას ის თამაშობდა, საუბრობდა და ხუმრობდა ბავშვებთან. ტიაგო უკვე კარგა ხანია ბავშვი აღარ არის, თუმცა ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. მომავალ სეზონში კი მას ამის დამტკიცება მოუწევს.
- თქვენს მიზანს მიაღწიეთ?
- ნათელია, რომ ყველა ფეხბურთელის ოცნება, რომელიც ”ბარსაში” მოხვდა პირველ გუნდში თამაშია. უნდა ვისწავლოთ მათ მსგავსად თამაში. ამას მე დიდი შრომით ვაღწევ.
- თავს პრივილიგირებულად გრძნობთ?
- დიახ, უსიტყვოდ, ”ბარსაში” თამაში პრივილეგიაა.
- თქვენი სახელი პრესაში უკვე წლებია ისმის, მაგრამ თავად იშვიათად საუბრობთ ჟურნალისტებთან. ასე გეგმავდით?
- რაც უფრო ნაკლები ინტერვიუა, მით უკეთესი.
- თქვენ თავმდაბალი ხართ?
- ვფიქრობ, რომ კი. ეს არის ის, რაც ბავშვობაში მასწავლეს.
- ანუ ტიაგო მოედანზე და ტიაგო ცხოვრებაში სხვადასხვა პიროვნებაა?
- დიახ. მოედანზე შემიძლია თამამი ვიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. მე უბრალოდ ვტკბები სამუშაოთი.
- რა ისწავლეთ ”ბარსაში”?
- იმის გარდა, რომ აქ ფეხბურთის თამაში მასწავლეს მე გავიგე თავმდაბლობის ფასი. მასწავლეს თუ რა არის ფეხბურთი - ეს არის გუნდური თამაში, სადაც უნდა იზრუნო თანაგუნდელებზე.
- როგორი მოლოდინი გაქვთ ახალი სეზონის წინ?
- იმედი მაქვს, რომ სათამაშო დრო მომეცემა და მოვიგებთ ტიტულებს.
- თუკი თქვენ არ გექნებათ სათამაშო დრო?
- ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ჩემს თავში მხოლო ის აზრი ტრიალებს, რომ ძირითად გუნდში ადგილი დავიმკვიდრო და ვითამაშო იმათთან ერთად, ვისთანაც თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი.
- რას ფიქრობ ტიაგო-სესკის დებატებზე?
- მე რა თქმა უნდა ტიაგოსკენ ვარ (იცინის). ჩემი სურვილი თამაშია, მაგრამ სესკი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუკი ის ”ბარსაში” გადმოვა გრანდიოზული ტრანსფერი იქნება.
- ანუ თქვენ ერთმანეთის შემცვლელები არ ხართ?
- ვფიქრობ, რომ არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია მეორეს შეცვლა. ასევე საუბრობენ ჩემზე და ჩავიზე. მე არ მსურს ჩავის ან რომელიმე სხვის შეცვლა, მე გუნდში თამაში მსურს.
- თქვენთან ერთად გუნდი უკეთესი გახდება?
- გუნდი ისედაც კარგია და მისი გაუმჯობესება ძალიან რთულია.
- ბავშვობიდან თქვენს გვერდით პროფესიონალი ფეხბურთელი იყო...
- დიახ, ეს მამაჩემია. ძალიან კარგი მოგონება მაქვს ბავშვობასთან.
- ის გეხმარებოდათ?
- დიახ, რა თქმა უნდა. მსოფლიოს ფეხბურთის სამყარო ძალიან რთულია, მაგრამ უკვე მივეჩვიე და ახლა საკუთარი პროფესიით ვტკბები.
- რას ნიშნავს თქვენთვის მამა?
- ის ყველაფერია ჩემთვის. მე ვარ იმის შედეგი, რაც ჩემმა მშობლებმა მასწავლეს.
- გეგმავთ როდესმე კლუბის დატოვებას?
- ვფიქრობ, რომ არა. თქვენ პრესაში გავრცელებულ ჭორებზე მეუბნებით? ადრე ევროპის ჩმეპიონატზე ვიყავი კონცენტრირებული, ხოლო ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ კონტრაქტი გავახანგრძლივე და ჭორებს წერტილი დავუსვი.
- სეზონის ბოლოს თქვენ პირველ და მეორე გუნდს შორის იყავით. რთული იყო?
- რა თქმა უნდა. თავდაპირველად შენ თამაშობ გუნდში, სადაც თამაშზე ყოველთვის ოცნებობდი, შემდეგ კი კვლავ ”ბარსა ბ”-ში გაბრუნებენ. სწორედ ამ გადაადგილებებმა ზემოთ და ქვემოთ მომცეს დამატებითი მოტივაცია.
- არის თუ არა სხვაობა პირველ და მეორე გუნდში გატანილ გოლებს შორის?
- პირველ გუნდში ნაკლები გოლი გაგაქვს, მაგრამ თავად გოლს ერთნაირი სიხარულით ხვდები.
- ისეთ ფეხბურთელებთან თამაშისას, როგორებიც ჩავი და ინიესტა არიან საკუთარი გატანილი გოლით უნდა დატკბე...
- დიახ, მათთან ერთად თამაშისას სულიერ სიმშვიდეს გრძნობ, რადგან იცი, რომ სადაც არ უნდა მოტრიალდე არის ორი ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის დაგაზღვევს და ეს ყველაფერს აიოლებს.
- ”რეალი” სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს...
- ”რეალს” ყოველთვის კარგი გუნდი ეყოლება, იმ შემთხვევაშიც, თუ არავის იყიდიან. გასულ სეზონში მათ ვერაფერი მოიგეს, რადგან ”ბარსა” იდეალურად თამაშობდა.
- თქვენი ძმა, რაფა კარგია?
- იმედი მაქვს, რომ კი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ის კარგად თამაშობს თავით და უფრო მეტის გამკეთებელია, ვიდრე მე.
- რას გაიღებდით, რომ მასთან ერთად ”ბარსაში” ითამაშოთ?
- არაფერს. მე ვიცი, რომ ერთად ვითამაშებთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]