ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი ბართომეუ სასამართლოში დაიბარეს
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ მოწმის სახით დაიბარეს სასამართლოში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებზე.
Cadena SER-ის ცნობით, ბართომეუ და ყოფილ აღმასრულებელი დირექტორი, ოსკარ გრაუ, სასამართლომ გამოძიების ფარგლებში უკვე დაიბარა. საქმე ეხება 2015–2020 წლებში განხორციელებულ რამდენიმე ტრანსფერს, რომელთა შედეგად კლუბმა დაახლოებით €30 მილიონი დაკარგა.
გამოძიების ინიციატორი ბართომეუს მემკვიდრე, ჟოან ლაპორტაა, რომელმაც დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიში წარმოადგინა. მასში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ტრანსფერში საკომისიოები 33%-ს აღწევდა, ხოლო გარკვეული კომპანიები მხოლოდ "ბარსელონასთვის" გადასახდელი თანხების მისაღებად შეიქმნა.
ყველაზე საეჭვო გარიგებად მალკომის "ბორდოდან" €40 მილიონად გადმოსვლა სახელდება, სადაც დამატებით €10 მილიონი საკომისიო დაირიცხა. საქმეში ფიგურირებს ასევე ანტუან გრიზმანის ტრანსფერი "ატლეტიკოდან", რომლის დროსაც იურისტ ხოსე ანხელ გონსალეს ფრანკოს დიდი ანაზღაურება ერგო.
ბართომეუ 24 ოქტომბერს დაბარებულია სასამართლოში, ხოლო გრიზმანის ტრანსფერთან დაკავშირებული იურისტი დეკემბერში მისცემს ჩვენებას.
აღსანიშნავია, რომ ეს საქმე მხოლოდ რამდენიმე კვირაში დაიწყო მას შემდეგ, რაც ბართომეუ უკვე გამოკითხეს "ნეგრეირას საქმეზე", სადაც მას მსაჯების მოსყიდვას ედავებოდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]