პედრო: "ღმერთმა ქნას, სესკი და ალექსისი "ბარსაში" აღმოჩნდნენ"

პედრო: "ღმერთმა ქნას, სესკი და ალექსისი "ბარსაში" აღმოჩნდნენ"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა, პედრო როდრიგესმა, დიდი სურვილი გამოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ "მეთოფეთა" კაპიტანი, სესკ ფაბრეგასი და იტალიური "უდინეზეს" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, კატალონიურ გრანდში გადმობარგდნენ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

შეგახსენებთ, რომ კლუბის მესვეურებსაც და სამწვრთნელო შტაბსაც ძალიან უნდათ ამ ორი ფეხბურთელის შეძენა: "ისინი ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. მე კარგად ვიცნობ სესკს, რადგანაც ეროვნულ ნაკრებში ერთად ვასპარეზობთ. ღმერთმა ქნას, ორივე ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე გადმობარგდეს "ბარსელონაში". ამ საკითხში ბევრი რამაა დამოკიდებული მათ ამჟამინდელ კლუბებზე. რაც შეეხება ძირითად თერთმეტეულში კონკურენციას, ეს ისედაც ყოველთვის იყო. ასე რომ, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება მათი ტრანსფერი". დაასრულა პედრო როდრიგესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.