პედრი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია - ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა და პედრიზე ისაუბრა.
გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში "ფურია როხამ" 0-2 დაგვამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ეროვნულ გუნდში გამოძახებულმა "ბარსელონას" სამივე ფეხბურთელმა - პაუ კუბარსიმ, პედრიმ და ფერან ტორესმა. კუბარსიმ და ტორესმა სრულად ითამაშეს, პედრიმ კი მოედანზე 74 წუთი გაატარა. ჩვენთვის საამაყოდ უნდა ვთქვათ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ფერანის თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
ესპანეთი სხვა პლანეტაზე თამაშობს. ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ მაქსიმუმი და ყველაფერი, რაც შეგვიძლია, მაგრამ, როცა ესპანეთი ისე თამაშობს, როგორც იცის, ამას უნდა შევეგუოთ. ისინი ძალიან მაღალი დონის, სხვა ფეხბურთს თამაშობენ.
ესპანეთზე შეგვიძლია, მთელი ღამე ვისაუბროთ. რაც დღეს ვნახეთ, ეს იმის შედეგია, რაც ესპანურ ფეხბურთში ბოლო 20-25 წელიწადში გაკეთდა.
ესპანელებს ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელები ჰყავთ. შეხედეთ პედრის, ის შეიძლება ქარმა წაიღოს კიდეც, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. პედრი ძალიან ჭკვიანია და გუნდს ყოველთვის წინა პლანზე აყენებს.
- განაცხადა სანიოლმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]