9 დებიუტის მოლოდინში სპოტიფაი კამპ ნოუზე
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა" "სპოტიფაი კამპ ნოუზე" ბრუნდება. 22 ნოემბერს კატალონიური გუნდი "ბილბაოს" უმასპინძლებს.
"ბლაუგრანას" ფეხბურთელების უმრავლესობას "სპოტიფაი კამპ ნოუზე" თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, მაგრამ 9 მათგანს ამ არენაზე არასდროს უთამაშია. ესენია: ჟოან გარსია, პაუ კუბარსი, ფერმინ ლოპესი, დანი ოლმო, მარკ კასადო, მარკ ბერნალი, ჟერარ მარტინი, რუნი ბარდჯი და დრო ფერნანდესი.
ვოიცეხ შჩესნისა და მარკუს რაშფორდს "სპოტიფაი კამპ ნოუზე" უთამაშიათ, მაგრამ სტუმარი გუნდის ფეხბურთელის რანგში.
ყველა სხვა ფეხბურთელს ამ სტადიონზე "ბარსელონას" ფორმით თამაშის გამოცდილება აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]