"უდინეზე" თანახმაა ! ! !
ალექსის სანჩესის ტრანსფერის საკითხი კულმინაციას მიუახლოვდა. "უდინეზე" მზად არის დათმოს 22 წლის ჩილელი თავდამსხმელი, ახლა მხოლოდ კატალონიელთა თანხმობაა საჭირო.
Sport–ის ცნობით "უდინეზემ" მიიღო შეთავაზება "ბარსასგან" ჩილელის თაობაზე. თუ მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ დარჩენილი გახლდათ რამდენიმე დეტალი შესათანხმებელი, ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერი განხორციელდა! "უდინეზე" დათანხმდა კატალონიური გრანდის შეთავაზებას. კონტრაქტს მხოლოდ ალექსისის ხელმოწერა აკლია, რაც "კოპა ამერიკის" დასრულების შემდეგ მოხდება.
კატალონიური გრანდის მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. სანდრო როსელი თანახმაა, სანჩესი "ლურჯ–ბროწეულისფერ" მაისურში იხილოს. გასარკვევი ისღა დარჩა, თუ როდის განაცხადებენ ოფიციალურად ამ ფაქტის შესახებ. ეს ან დღეს მოხდება ან ოთხშაბათს.
ბოიან კრკიჩის ბედი კი უკვე გადაწყვეტილია. მისი აგენტი დღეს მიიღებს შეტყობინებას, რის თანახმადაც, ალექსისი ოფიციალურად "ბარსას" ფეხბურთელია და ბოიანს შეუძლია გაემგზავროს რომში, რათა გააძლიეროს ლუის ენრიკეს კლუბი.
წარმატებები ბოიანს და ასევე წარმატებები სანჩესს!
ვიდეო ალექსისზე
[media=http://www.youtube.com/watch?v=_mkV5m6a_4M]
ტრანსფერი შედგა!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]