დერბის წინ ესპანიოლმა სტადიონზე დამატებითი ბადეები დაამონტაჟა
- თამაშის დრო: შაბათი, 3 იანვარი, 23:55
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბარსელონაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქალაქის ორი გუნდი დაუპირისპირდება - "ესპანიოლი" "ბარსელონას" უმასპინძლებს.
დერბი ინტერესს ყოველთვის იწვევს, ახლა კი საქმე ლა ლიგის ორ საუკეთესო ფორმაში მყოფ გუნდთან გვაქვს. ლიდერ "ბარსელონას" ზედიზედ 8 მოგება აქვს, მე-5 ადგილზე მყოფ "ესპანიოლს" კი - ზედიზედ 5.
შეხვედრას დამატებით ინტრიგას ჟოან გარსიას ფაქტორი სძენს. ეს მეკარე "ბარსელონამ" გასულ ზაფხულში სწორედ "ესპანიოლიდან" შეიძინა. ამის გამო "თუთიყუშების" გულშემატკივრებს 24 წლის ფეხბურთელი მოღალატედ მიაჩნიათ და მას 3 იანვარს თბილი დახვედრა ნამდვილად არ ელის.
Mundo Deportivo-ს ცნობით "ესპანიოლმა" უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. მასპნინძელმა გუნდმა ორივე კარის უკან ბადეები დაამონტაჟა იმისათვის, რომ გულშემატკივრებმა ჟოან გარსიას მისამართით ტრიბუნებიდან საგნები არ ისროლონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]