ოსკარ გარსიას გუნდში "რასინგის" ფეხბურთელი ითამაშებს

ოსკარ გარსიას გუნდში "რასინგის" ფეხბურთელი ითამაშებს

 

ოსკარ გარსიას "ხუვენილ ა" კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელით ძლიერდება...

 

ოსკარ გარსიას გუნდში "ელჩეს" კიპერის, მიგელ ბანიუზის გადმოსვლის შემდეგ გუნდი კიდევ ერთი ფეხბურთელით ძლიერდება. მომავალი სეზონიდან "ხუვენილ ა"–ს ღირსებას ახალგაზრდა ნახევარმცველი, მიგელ ანხელი დაიცავს. 18 წლის ფეხბურთელი "ბარსაში" სანტანდერული "რასინგიდან" გადმოვიდა. როგორც ირკვევა, მისდამი ინტერესებს ინგლისური "მანჩესტერ სიტიც" იჩენდა, თუმცა როგორც ჩანს, ფეხბურთელი კატალონიაში გაემგზავრება.

 

ოსკარ გარსია ახალი შემადგენლობით მუშაობას პირველ აგვისტოს დაუბრუნდება. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ოსკარმა ფეხბურთელები დაიმატოს. შეგახსენებთ, რომ ოკარ გარსიამ ამ ზაფხულს კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და რომ მან ბოლო სეზონში თავის გუნდს ტრიპლეტი მოაგებინა.

 

ვიდეომასალა

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=SoADtB5pi3c]


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.