მილიტოზე "ლაციოსა" და "ლიონის" მესვეურები ფიქრობენ

მილიტოზე "ლაციოსა" და "ლიონის" მესვეურები ფიქრობენ

 

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ცენტრალური მცველით დაინტერესებას იტალიური და ფრანგული კლუბები გამოთქვამენ...

 

უკვე 2 სეზონია, რაც მილიტოს ტრავმები დაუმეგობრდნენ და მისდა სამწუხაროდ, მასთან აქტიურ ურთიერთობას არ წყვეტენ. ამიტომაც, რთულია ვთქვათ, რომ მომავალი სეზონიდან იგი კვლავ პეპის გუნდის ღირსებას დაიცავს, თუნდაც სათადარიგოთა სკამებიდან...

 

არგენტინელი ცენტრალური მცველით, რომელიც ახლა საკუთარი ეროვნული ნაკრების ღირსებას "კოპა ამერიკაზე" იცავს, იტალიური "ლაციო" და ფრანგული "ლიონი" ინტერესდებიან. იტალიელები 30 წლის მცველის სანაცვლოდ 3.5 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ, ხოლო ფრანგებს მილიტოსთვის 6 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული.

 

შეგასენებთ, რომ "ლაციო" ასევე დაინტერესებული იყო "ბარსას" ახალგაზრდა ჰოლანდიელი ნახევარმცველის, იბრაჰიმ აფელაის შეძენით. თუმცა, როგორც თავად ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, იბრაჰიმი ამჟამინდელ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.