ასე მიდიან ლეგენდები(ნაწილი 1)
დრო მალე გადის, მსოფლიო სპორტის მონაპოვარ ფეხბურთს დრო და დრო თავისი უძლიერესი შემსრულებლები აკლდებიან. მოდით შევხედოთ ვარსკვლავებს, რომლებმაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდეს და წავიდნენ დიდი ფეხბურთიდან. ყოველი სეზონის დასრულების დროს ფეხბურთიდან მიდის ერთი ან რამდენიმე დიდი მოთამაშე და სწორედ ამ თემაზეა შედგენილი ეს სტატია.

პირველი ადამიანი რომელიც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ეს არის ფეხბურთიდან ცოტა ხნის წინ წასული ლუის ნაზარიო, ანუ რონალდო.
რონალდო
რა თქმა უნდა, ის ჩვენს სიაში პირველი იქნება, რადგანაც მან ძალიან ბევრ გუნდს დაამახსოვრა თავი და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ლეგენდად ჩაიწერა მისი სახელი. 7 ივნისს რონალდომ ჩაატარა გამოსამშვიდობებელი მატჩი. მისი ბოლო მატჩი ნაკრებში იყო : ბრაზილია–რუმინეთი, ამხანაგური შეხვედრა.
რონალდო ამჟამინდელი სათამაშო პრაქტიკით და გარეგნობის მიხედვით ხნიერი გვეჩვენება, მაგრამ 34 წელი ამ წუთისოფელში დიდი არაფერია. ძალიან ბევრი ფეხბურთელია მასზე დაბერებული, მაგალითად ფილიპო ინძაგი და იენს ლემანი, მაგრამ რონალდომ ასე გადაწყვიტა და მისი სახით მსოფლიოს დიდი ფეხბურთელი დააკლდა. მისი მოღვაწეობა ფეხბურთში იყო ძალიან ლამაზი.ყველა მისი ჩატარებული სეზონი რაღაც საოცარი სანახაობითა და დიდი ინტრიგით გამოირჩეოდა. ის ყველა ფეხბურთელისათვის მისაბაძია.
რონალდომ ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ის არის რეკორდსმენი გატანილი გოლებისა და ფინანსური სტადიის სახით. ორჯერ ის გახდა ბრაზილიელი ოქროს ბიჭუნა, ანუ ოქროს ბურთის მფლობელი. მას აქვს გატანილი ძალიან ბევრი ლამაზი გოლი. ძალიან ცუდი და სამარცხვინოა ის, რომ მას არ მისცეს ხალხთან ნორმალურად გამომშვიდობების უფლება. შესაძლო იყო რომ ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, დუნგას ის გამოეძახა მუნდიალზე 2010 წელს. რონალდოს უთამაშია ბევრ გუნდში, მაგრამ მთელი საიტის რჩეული ამ გუნდებს შორის ალბათ "ბარსელონაა", სადაც მან ბევრი რეკორდი დაამყარა.
ასე წავიდა ფეხბურთიდან რონალდო. მშვიდობით კიჭა. ახლა კი მინდა გავაგრძელო სტატია ჯულიანო ბელეტის გახსენებით ...
ბელეტი
ჯულიანო ბელეტი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გოლის ავტორი. მან 2005/2006 წლის ფინალში, რომელიც პარიზში გაიმართა, გაიტანა გამარჯვების გოლი რომლის წყალობით კულეებს უდიდესი ბედნიერება მოგვენიჭა და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ბრაზილიელის რეიტინგი მას მერე აიწია, რაც ეს მოხდა. მან არამარტო გამარჯვების არამედ ძალიან ლამაზი და ტექნიკური ბურთი გაუტანა მანუელ ალმუნიას . მან ფეხებს შუა გაუძვრინა ბურთი არსენალის კიპერს და ბადეში გაახვია. დარტყმის შედეგად ანგარიში 2:1 გახდა და "ბარსელონამაც" მოიგო ევროპის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი. 2002 წელს გამართულ მუნდიალზე ბრაზილიელმა ჯულიანო ბელეტიმ ყველა მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა დიდი ჩავარდნის გამო. ასევე მან დაკარგა ადგილი კატალონიის "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ამავე მიზეზის გამო, მის ნაცვლად კი გუნდის მწვრთნელმა ოლეგერი დააყენა ძირითად შემადგენლობაში.
მაგრამ კატალონიაში ბელეტის პატივს სცემდნენ. ის ძალიან უყვარდათ . 2005-2006 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გატანილმა უმნიშვნელოვანესმა გოლმა კი მას ბევრი რამ მისცა, მაგალითად უფრო მეტი პატივისცემა და სიყვარული, რაც ერთ–ერთი ყველაზე მთავარია დიდ ფეხბურთში.
თავისი კარიერის ბოლო წლები ბელეტიმ გაატარა ფლუმინენსეში, შემდეგ კი დატოვა დიდი ფეხბურთი, რაც ბევრს ეწყინა და სიხარულის ცრემლები დაღვარა, ზოგს კი საერთოდაც გაუხარდა. ზოგისთვის ბელეტის ფეხბურთიდან წასვლის ინფორმაცია ხუთ თეთრადაც არ ღირდა.
ავტორი: ბექა აბულაძე.
გაგრძელება იქნება...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]