ასე მიდიან ლეგენდები - ნაწილი 2

ასე მიდიან ლეგენდები - ნაწილი 2

 

ასე მიდიან ლეგენდები. დრო მალე გადის, მსოფლიო სპორტის მონაპოვარ ფეხბურთს დრო და დრო თავისი უძლიერესი შემსრულებლები აკლდებიან. მოდით შევხედოთ ვარსკვლავებს, რომლებმაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდეს და წავიდნენ დიდი ფეხბურთიდან. ყოველი სეზონის დასრულების დროს ფეხბურთიდან მიდის ერთი ან რამდენიმე დიდი მოთამაშე და სწორედ ამ თემაზეა შედგენილი ეს სტატია.

წინა სტატიაში ანუ პირველ ნაწილში ჩვენ გავიხსენეთ ფეხბურთის ლეგენდა ლუის ნაზარიო დე ლიმა და კულეებისათვის დიდი სიხარულის მომტანი ჯულიანო ბელეტი. ისინი იყვნენ დიდი ადამიანები რომლებმაც ფეხბურთი დატოვეს და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდეს. დროა ყურადღება გადავიტანოთ მომავალ ორეულზე რომლებიც არიან რივალდო და დიეგო არმანდო მარადონა.

 

რივალდო

 

რივალდო ესპანურ კლუბ კატალონიის ბარსელონაში გადავიდა 1997–98 წლის სეზონში დეპორტივოდან. ყველა კულე მოიხსენიებს მის სახელს დიდი ავლა დიდებითა და პატივისცემით რასაც რივალდო ყველასგან იმსახურებს. ბარსელონაში მან ჩაატარა 253 მატჩი და გაიტანა 136 გოლი. გახდა ბრაზილიელი ოქროს ბიჭუნა 1999 წელს. ის 1972 წელს ბრაზილიაში – რესიფეში დაიბადა.

 

 

ის ფენომენალური მოთამაშე იყო. ყველაფრის გაკეთება შეეძლო , ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ მასაც უყვარდა ძალიან დიდად ბარსელონა ის ფეხბურთის ისტორიის გვირგვინია. გუნდში რივალდო 2002 წლამდე დარჩა რადგანაც ჰქონდა კონფლიქტი გუნდის მთავარ მწვრთნელთან ლუი ვან გაალთან. კულეების ნახევარს და ნახევარზე მეტს ვან გაალი მარტო იმის გამო შეძულდა რომ რივალდომ გუნდი სწორედ მის გამო დატოვა მაგრამ რას იზამ...

 

ის იყო "გურუ" ჯარიმების, პენალტებისა, ყველა შეტევის გოლად ქცევაში, მაგრამ ზოგჯერ მასაც ჰქონია ჩავარდნა. კულეებს კი მან თავი თავდავიწყებით შეაყვარა ის ამას ეცდებოდა. ალბათ დეპორტივოსაც ეთქმის რამე. დეპორმა მინიმუმ იმით უნდა იამაყოს რომ გუნდში ლეგენდარული ფეხებურთელი ჰყავდა. რაც შეეხება რივალდოს კარიერას. თავისუფლად შეგვიძლიათ დავასახელოთ რივალდოს კარიერაში საუკეთესო გოლად , გოლი რომელმაც მან გაუტანა ვალენსიას და ანგარიში 3–2 გახადა.ეს გოლი იყო 23–ე რომელიც რივალდოს იმ წუთებში ქონდა გატანილი ლა–ლიგაში. მე შემოგთავაზებთ ამ გოლს.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=yjVMASe9gYI]

 

ეს გოლი იყო მაკრატელა რომელიც ერთ–ერთი დაუვიწყარია მის საფეხბურთო კარიერაში.აქვე შემოგთავაზებთ მის მიღწევებს ბარსელონაში.

 

ესპანეთის ჩემპიონატი: 1997/98, 1998/99.

ევროპის სუპერთასი: 1997.

ესპანეთის თასი: 1997/98.

კატალონიის თასი: 1999/00.

 

ასეთი არის მისი მიღწევები კატალონიურ გუნდში.შემდეგ მან კარიერა მილანში განაგრძო შემდეგ კიდევ სხვა კლუბებში დატოვა მისი სახელი მაგრამ საბოლოოდ მაინც დაასრულა კარიერა. მშვიდობით ჩვენო ტკბილო რივა!

 

მაშ ასე ჩვენ გავიხსენეთ რივალდო და დროა დიეგო არმანდო მარადონასაც მივაგოთ კუთვნილი პატივი რომელიც მან დაიმსახურა.

 

დიეგო არმანდო მარადონა

 

ოჰო. ჩვენ ვსაუბრობთ დიეგოზე , დიდ დიეგოზე. ის ბარსელონაში 1982 წელს გაწევრიანდა , ჩაატარა 73 მატჩი და გაიტანა 45 გოლი. სამწუხაროდ მან კატალონიელებს თავი დიდად ვერ დაამახსოვრა და ისეთი თამაში ვერ აჩვენა ბარსელონაში როგორის ჩვენებაც მას შეუძლია.გუნდში მარტო 2 სეზონით დარჩა და ვერაფრით მოგვაწონა თავი.ის ბოკა ხუნიორსიდან გვეწვია. ბარსელონა 1984 წლის სეზონზე დამარცხდა ბილბაოს ატლეტიკთან რის გამოც მარადონამ გუნდი დატოვა და ნეაპოლურ ნაპოლში გადავიდა.

 

 

მისი ტიტულები ბარსელონაში.

 

ტიტულები

ესპანეთის თასი – 1982/83.

ესპანეთის ლიგის თასი – 1982-83.

ესპანეთის სუპერთასი – 1983 .

 

ასე წავიდა ბარსელონადან დიეგო მარადონა, მე მეტს მის ბარსაში მოღვაწეობაზე ვერაფერს გეტყვით.

 

გაგრძელება იქნება...

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.