ფაბრეგასი გუნდს კიოლნში მიყვება
ლონდონის არსენალის თავკაცმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისი გუნდის კატალონიელი კაპიტანი, "კიოლთან" ამხანაგურ შეხვედრას გუნდთან ერთად გამართავს...
23 ივლისს, მეთოფეები გერმანიის სიდიდით მეოთხე ქალაქში ამხანაგურ შეხვედრას ადგილობრივი "კიოლნის" წინააღმდეგ გამართავენ. როგორც მეთოფეთა დამრიგებელმა განაცხადა, ამ შეხვედრაში მონაწილეობას მისი გუნდის კატალონიელი კაპიტანი ცესკ ფაბრეგასიც მიიღებს. "ჩვენ შევამოწმებთ მისი ტრავმის მდგომარეობას, თუმცა იგი კიოლნში ჩვენთან ერთად იქნება", – აცხადებს "არსენალის" ფრანგი მწვრთნელი, – "ერთადერთი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ ყველგან სპეკულაციას ვაწყდებით."
ამის გარდა, არსენმა ყველას შეახსენა, რომ მისი მიზანი საკუთარი გუნდის ფეხბურთელების შენარჩუნებაა. მე კი შეგახსენებთ, რომ ცესკ ფაბრეგასი ტრავმის გამო (?) აზიის ტურში "არსენალთან" ერთად არ იმყოფებოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]