"ბარსელონას" შანსები უფრო და უფრო იზრდება
იმ შემთხვევაში, თუ "არსენალს" ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი დატოვებს, მაშინ ლონდონური გრანდის სამიზნე "ვალენსიას" ფეხბურთელი, ხუან მატა გახდება, იტყობინება The Telegraph. კატალონიური გუნდის ბრიგადა და "კულეები' დარწმუნებულები არიან, რომ სესკი "ბლაუგრანელთა" მაისურს მოირგებს, ხოლო "ვალენსიას" მწვრთნელი– უნაი ემერი მზად არის,შეელიოს ხუან მატას.
ამავე წყაროს ინფორმაციით, "ღამურები" მზად არიან, განიხილონ "არსენალის" შემოთავაზება. ადრე "ვალენსია" მატაში 25 მილიონ ევროს ითხოვდა. ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ რა ფასს დადებენ ესპანელები ამჯერად თავიანთ ფეხბურთელს.
შეგახსენებთ, რომ "არსენალის" გარდა, მატას გადაბირება ლონდონის "ტოტენჰემსაც" სურს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მატა "ტოტენჰემში" გადავა, მაშინ არსენ ვენგერი სესკის შენარჩუნებისათვის იბრძოლებს .
ცნობისთვის, ადრე მატათი "ბარსელონაც" იყო დაინტერესებული, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. წლევანდელ სეზონში მატამ ლა–ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 8–ჯერ შესძლო, ხოლო სესკ ფაბრეგასმა წელს მხოლოდ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გთავაზობთ ვიდეოს ორივე ფეხბურთელზე
[media=http://www.youtube.com/watch?v=J-QiHzA9U9Q]
[media=http://www.youtube.com/watch?v=VZNzceARzGs]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]