ბართომეუ ლონდონში იმყოფება

ბართომეუ ლონდონში იმყოფება

                                      .
ხოსეპ მარია ბართომეუ ახლა ლონდონში იმყოფება. იგი ორიოლ რომეუსა და ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერებზე მუშაობს...
                                                                        .
კატალონიის "ბარსელონას" სპორტული ვიცე პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ლონდონში ჩავიდა. იგი ორიოლ რომეუსა და ცესკ ფაბრეგასის საკითხებზე მუშაობს: ვიცე–პრეზიდენტი "ბარსა ბ"–ს ნახევარმცველის ტრანსფერის საკითხების საბოლოოდ გარკვევას "ჩელსის" მესვეურებთან შეეცდება, ხოლო ცესკის თაობაზე "არსენალს" იგი ახალ შეთავაზებას გაუკეთებს.
                                    .
როგორც ცნობილია, ლონდონური მხარე ორიოლ რომეუს სანაცვლოდ 5 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელის "ჩელსიში" ყოფნის 2 წლისთავზე კი "ბარსას" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია.
                                            .

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.