"ბარსელონას" ვიცე–პრეზიდენტი: "ფაბრეგასი ჯერ არ გადმოვა"
კატალონიის "ბარსელონას" ვიცე–პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომემ განაცხადა, რომ პატივს სცემს "არსენალის" გადაწყვეტილებას ფაბრეგასის არ გაყიდვის შესახებ.
"ჩვენ გვქონდა საუბარი "არსენალის" ხემძღვანელობასთან და მათ თქვეს, რომ არ სურთ ცესკ ფაბრეგასის გაყიდვა. შემდეგ ამის შესახებ არსენ ვენგერმა ოფიციალურად განაცხადა. ჯერჯერობით არ ვაპირებთ ლონდონში გამგზავრებას. მთლიანად "ბარსელონა" პატივს სცემს "მეთოფეების" გადაწყვეტილებას. თუკი ისინი აზრს შეიცვლიან და დააპირებენ კაპიტნის გაყიდვას, ჩვენ რა თქმა უნდა მას შევიძენთ." ციტირებს ბარტომეს სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური საიტი.
უკვე ამდენი ხანია ცესკ ფაბრეგასზე ათასნაირი ინფორმაცია ვრცელდება. ხალხს უკვე ვეღარ გაუგია რომელია ჭორი და რომელი სიმართლე. იმედია დროულად გაირკვევა ყველაფერი და ზუსტი პასუხიც მალე გვეცოდინება.
წყარო: sports.ru
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]