"ბარსელონა" 4–0 "ჰაიდუკი" 1993 წელი
მოგეხსენებათ,რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "ბარსასა" და "ჰაიდუკ სპლიტს" შორის გამართული ამხანაგური მატჩი. ეს ამ კლუბებს შორის პირველი შეხვედრა არ ყოფილა. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ შეხვდნენ ერთმანეთს, როცა "ხოან გამპერის თასზე" 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
კატალონიელები ხორვატებს სწორედ ამ ტურნირზე დაუპირისპირდნენ და 4–0 გაანადგურეს. 1993 წლის 23 აგვისტოს "ბარსას" ფეხბურთელები მოედნზე გამოვიდნენ. მ მატჩს მეორე დატვირთვაც ჰქონდა. მატჩის წინ გულშემატკვრები კიდევ ერთხელ დატკბნენ კატალონიური გრანდის მიერ მოპოვებული ტიტულებით, რომლებიც მათ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხოსე ვილარმა და ხოსე ალესანკომ წარუდგინეს.
შეუჩერებელი რომარიო
ძლიერი წვიმისა და ჭექა–ქუხილის გამო მატჩს მხოლოდ 30 000 გულშემატკივარი დაესწრო. ამის გარდა, შეხვედრის მეორე ტაიმის საწყის წუთებში "კამპ ნოუზე" შუქი ჩაქვრა და სტადიონს შავი ბურუსი გადაეფარა.
"დაბრკოლებებმა" ვერ შეაჩერა რომარიო, რომელმაც პრე–სეზონის დროს გაიბრწყინა. მან არც "ჰაიდუკის" მეკარეს აწყენინა და ჰეთ–თრიქი შეუსრულა.
ბრწყინვალე კატალონიელები
მატჩში მონაწილეობას ეუსებიო და ლაუდრუპი არ იღებდნენ, მაგრამ კატალონიელებს არ გაჭირვებიათ და მატ გარეშე ხორვატიელებს ოთხი უპასუხო გოლი უსახსოვრეს. ამ შეხვედრამ გორან ვუჩიჩს "საჩუქარი" მიუძღვნა. მან შეძლო ყოფილი თანაკლუბელებს ნახვა. 21–ე წუთზე ბურთი რომარიომ შეაგდო. 48–ე წუთზე კუმანმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა გოლი და "ბარსას" უპირატესობა სოლიდური გახადა. თამაში 85–ე წუთამდე წყნარად წარიმართა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთითა და 2 წუთით ადრე ( შესაბამისად, 85–ე და 88–ე ) წუთებზე რომარიომ კვლავ შეაგდო. საგოლე პასები კი აქტივში ამორმა და ბეგირისტიანმა ჩაიწერეს.
თასი "ტენერიფესია"
კულეების სიხარულმა მხოლოდ ერთი დღე გასტანა. მეორე დღეს "ბარსამ" ხორცე ვალდანოს გაწვრთვნილ "ტენერიფესთან" ტიტული დათმო. კატალონიელები 1–3 დამარცხდნენ. ასეთივე ანგარიშიტ მოუგო "ტენერიფემ" "ბორდოს". "ბარსას" ფანების უმეტესობა კლუბით მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან წინა სეზონში მატ ბრწყინვალედ იასპარეზეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]