"არსენალმა" კვლავ უარი თქვა...

"არსენალმა" კვლავ უარი თქვა...


"არსენალმა" უარი თქვა სესკ ფაბრეგასის კატალონიურ კლუბში გაშვებაზე, გადმოგვცემს "AS".

ასეთი გადაწყვეტილება ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა გუშინ ღამით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. ამავე წყაროს ინფორმაციით "კანონირები" ფაბრეგასში კვლავ 45 მილიონ ევროს ითხოვენ, კატალონიელები კი ესპანელ ნახევამცველში 38 მილიონ ევროს იხდიდნენ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასის საკითხი პარასკევამდე უნდა გარკვეულიყო, რადგან მომავალ კვირას "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში ერთვება და მას შემადგენლობის დასახელება სურს. დღეს კი უკვე პარასკევია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სესკ ფაბრეგასის მიმდინარე ზაფხულს "ბარსელონაში" გადასვლის შანსები ისევ მინიმალური ხდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.