შესაძლოა, ჩავი "ბერნაბეუსთვის" მზად იყოს

შესაძლოა, ჩავი "ბერნაბეუსთვის" მზად იყოს

მაშინ, როდესაც "ბარსელონას" ფეხბურთელების უმეტესობა საკუთარ ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ მატჩებში იღებენ მონაწილეობას და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან, მხოლოდ სამი ახალი ფეხბურთელი შეუერთდა სავარჯიშო სესიას. პინტო, ფონტასი და კეიტა არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც კოპა ამერიკადან დაბრუნებულ მესისთან, მასკერანოსთან, ადრიანოსთან და სანჩესთან ერთად ივარჯიშეს.

"სიუტატ ესპორტივაზე" კიდევ ერთი "ბლაუგრანელი" – სანტ ხოან დესპი გამოცხადდა. რაც შეეხება ჩავი ერნანდესს, რომელმაც ტრავმის გამო უარი თქვა ეროვნული ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე, მან გარკვეული კონკრეტული სამუშაო დაასრულა.

ნახევარმცველის თამაში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოირიცხა, თუმცა ექიმების თქმით ჩავი სავარაუდოდ მზად იქნება ესპანეთის სუპერთასის შეხვედრისთვის, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" კვირას გაიმართება.

ტრავმირებულთა სიაში კვლავ რჩება გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი. მიუხედავად იმისა, რომ კარლესის გამოჯანმრთელების პროცესი შესაშურად პოზიტიურად მიდის, მას ჯერ არ მიუღია ექიმებისგან თამაშის ნებართვა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.