მადრიდში მთელი გუნდი გაემგზავრება

მადრიდში მთელი გუნდი გაემგზავრება


ესპანეთის სუპერთასის მატზე მადრიდში პეპ გვარდიოლას მთელი გუნდი მიყავს. დედაქალაქში ტრავმირებული ფეხბურთელებიც გაემგზავრებიან.

დღევანდელ ვარჯიშში ტრავმის გამო მონაწილეობა კვლავ ვერ მიიღო სერხიო ბუსკეტსმა. სავარაუდოდ სერხი მონაწილეობას ვერ მიიღებს მონაწილეობას "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ მატჩში.

ჩავი ერნანდესი და ხერარდ პიკე კი თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ. ტრავმების გამო წინა დღეებში ისინი სრულფასოვნად ვერ იტვირთებოდნენ, თუმცა ყველაფერი კარგადაა და ორივე მათგან ხვალინდელ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

გთავაზობთ ფეხბურთელების სიას, რომლებიც მადრიდში გაემგზავრებია: ვალდესი, პინტო, ალვეში, ადრიანო, პიკე, პუიოლი, ფონტასი, აბიდალი, მაქსველი, მასკერანო, ბუსკეტსი, კეიტა, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, აფელაი, პედრო, ვილია, სანჩესი, მესი, დოს სანტოსი, მონტოია და მუნიესა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.