შავი ფორმა პოპულარობით ლურჯ–ბროწეულისფერს გაუთანაბრდა
ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც "ბარსას" შავი ფორმა აქვს. ამ ფაქტმა მყიდველთა საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო. ვიქტორ კასტანმა, რომელიც გახლავთ "კამპ ნოუზე" "ბარსას" ოფიციალური მაღაზიის ერთ–ერთი მენეჯერი, განაცხადა რომ "შავ ფორმებზე მოთხოვნა ძირითად ფორმაზე მოთხოვნას გაუტოლდა".
"მაისურები, რომლებზეც სანჩესის სახელია დატანებული, მაღაზიაში ახლახანს გამოეფინა. ისინი არ შედიან "ტოპ" სამეულში და არ სარგებლობენ დიდი მოთხოვნით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის დაწყების შემდეგ სიტუაცია შეიცვლება."
ყველაზე დიდი მოთხოვნა მესის მაისურებზეა – 85% მაისურების საერთო გაყიდვიდან. მას პოპულარობით მოსდევენ ჩავი, ინიესტა, ვილია და პიკე.
როგორც ჩანს, "Qatar Foundation" ლოგომ, რომელმაც თავდაპირველად დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, საერთოდ არ იმოქმედა მყიდველთა მოთხოვნაზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]