SPORT: სესკ ფაბრეგასი "ბარსელონას" ფეხბურთელია!!!
სესკ ფაბრეგასი უკვე "ბარსელონას" ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ ფეხბურთელი უკვე თვითმფრინავში იმყოფება და ბარსელონაში მიფრინავს.
სესკ ფაბრეგასმა დღეს დილით ლონდონი–ბარსელონას ბილეთი აიღო მას შემდეგ, რაც ტრანსფერის დასრულების შესახებ ცნობა მიიღო. ფეხბურთელს გამზადებული ქონდა ბარგი და ელოდებოდა "ბარსელონას" ხელმძღვანელების ზარს.
სესკი ბარსელონაში დღეს ღამით ჩაფრინდება და მისი წარდგენა ხვალ მოხდება. სესკი გუნდს მადრიდში გაყვება, თუმცა სუპერთასის პირველ შეხვედრაში დიდი ალბათობით ის მონაწილეობას არ მიიღებს. კატალონიელმა "ბარსასთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
*ამ სიახლეს ბარსამანიას მომხმარებელს, "mariami7"-ს ვუძღვნი...
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]