სესკი მაყურებლის წინაშე წარსდგა

სესკი მაყურებლის წინაშე წარსდგა

სესკ ფაბრეგასი უკვე "ბარსელონას"ფეხბურთელია. დილით Hospital de Barcelona–ში გავლილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ მას შემოწმება "კამპ ნოუს" ექიმებმა ჩაუტარეს. სამედიცინო დასკვნა დადებითია.

 

სამედიცინო შემოწმების შემდეგ ფაბრეგასი მაყურებლების წინაშე, "კამპ ნოუზე" წარსდგა.

სტადიონზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა თავიანთი კუმირის გამოჩენას. კულმინაციამ პიკს მიაღწია, როცა "მეთოფეთა" ყოფილი კაპიტანი "ბარსელონას" ფორმით მოედაზე გამოვიდა და ბურთს შეეხო.

ფაბრეგასმა მცირე კომენტარიც გააკეთა. "ძალიან დიდხანს ველოდი ამ მომენტს. ეს განსაკუთრებული დღეა და თქვენც კარგად იცით. ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მე უკვე აქ ვარ, რომ გამოწვევა მივიღო, ყველაზე დიდი ჩემს ცხოვრებაში. რვა წლიანი განშორების შემდეგ ისევ სახლში ვარ."

ფაბრეგასმა უკვე კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. ის "ბარსელონაში" 2016 წლამდე დარჩება, ხოლო მისი გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევრო დასახელდა. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ ფაბრეგასმა სანდრო როსელთან, ჟოსეპ მარია ბართომეუსთან და ანდონი სუბისარეტასთან ერთად სურათი გადაიღო.

 

ამ წუთებში ფაბრეგასი პრესკონფერენციას მართავს.

 

 

ესპანეთის დროით 19:00 საათზე სესკ ფაბრეგასი რვა წლიანი პაუზის შემდეგ "ბარსელონასთან" ერთად ივარჯიშებს და სუპერთასის საპასუხო შეხვედრისთვის მოემზადება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.