ალექსისმა და პინტომ თამაშის ნებართვა ბოლო ვარჯიშზე მიიღეს

ალექსისმა და პინტომ თამაშის ნებართვა ბოლო ვარჯიშზე მიიღეს


თავდამსხმელი და მეკარე მონაწილეობას მიიღებენ ხვალ გასამართ ფინალში. გვარდიოლას მადრიდიში მთელი გუნდი მიჰყავს, გარდა ერიკ აბიდალისა: პირველი გუნდის 16 ფეხბურთელი, 4 ტრავმირებული და ”ბარსა ბ”-ს 4 მოთამაშე.

სამეფო თასის ფინალამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების გვარები, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. ამ სიაში არიან ალექსის სანჩესი და ხოსე მანუელ პინტო, ორივე მათგანმა ექიმებისგან თამაშის უფლება დღეს მიიღო. განაცხადში ასევე არიან ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები: ბარტრა, მონტოია, დოს სანტოსი და ტელიო. ფინალში ვერ ითამაშებენ ალვესი, პუიოლი, აბიდალი, ფონტასი და ვილია.

პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებით მადრიდში გუნდი მთლიანი შემადგენლობით გაემგზავრება, გარდა ერიკ აბიდალისა.


ბოლო ვარჯიში ”ნოუ კამპზე”

გუნდი ფინალისთვის მზადება დღეს დაასრულა. სესია ”ნოუ კამპზე”, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. გუნდთან ერთად ასევე ვარჯიშობდნენ ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, პლანასი და ორიოლ როსელი, რომლებიც ფინალის განაცხადში ვერ მოხვდნენ.

განაცხადი მატჩისთვის: ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, მასკერანო, ბარტრა, ადრიანო, ბუსკეტსი, კეიტა, დოს სანტოსი, ჩავი, სესკი, ტიაგო, ინიესტა, აფელაი, მესი, პედრო, სანჩესი, კეუნკა, ტელიო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.