ნომერი 4

ნომერი 4

 დღეს ბევრი კატალონიელის ოცნება ახდა. სესკი სამშობლოშია. გვარდიოლამ ამ ტრანსფერით მისი დანაპირები აასრულა. მე აღარ გავიმეორებ თუ რანაირად იყო და რა უთხრა პეპმა სესკლ იმიტომ, რომ ჩემზე კარგად ეს თქვენ იცით. 15 აგვისტო ''ბარსასთვის'' და არამარტო მათთვის, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს დასრულდა 3 წლიანი ''ომი'' ინგლისთან.

 

ყველაფრის მთქმელი სიცილი

 სესკი პრეზენტაციის დროს ვერ მალავდა იმ უსაზღვროდ დიდ ემოციას, რაც მასში იყო. ის უკვე სახლშია და ჯერი ახლა მასზეა. მან ბევრი რამ უნდა დაუმტკისცოს ''ბარსას'' ფანებს, თუნდაც ის, რომ 3 წელი მართლაც ღირდა მოთმენა. მოედანზე იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები. მისი და, ბებია და ბაბუა. ასევე რა საკვირველია მისი მშობლები. იგი ამაყად დააბიჯებმდა ''ნოუ კამპზე'' მისი საოცნებო 4 ნომრიანი მაისურით.

 

''მე დავბრუნდი სახლში'' 

სესკმა პრეზენტაციაზე დიდი მადლობა მოუხადა მის ფანებს და მთლიანად კატალონიას, ასეთი თბილი დახვედრისათვის.

'' მე ვითმინე ბევრი საათიბევრი დღე, ბევრი თვე და ბევრი წელი ზუსტად ამ მომენტისათვის. მე ''ბარსადან'' 16 წლის წავედი და 24 წლის დავბრუნდი. მე ბევრს დავწყვიტე გული ჩემი წასვლით, მაგრამ ხალხმაც უნდა გამიგოს. მე ''არსენალში'', რომ არ წავსულიყავი, ახლა შეიძლება აღარც ვყოფილიყავი ფეხბურთელი. ჩემს მოგონებებში სულ დარჩება ''არსენალი''. ''ბარსა'' კი სულ სხვაა'' - ამ სიტყვებით დაამთავრა სესკმა მისი გამოსვლა. 

  

ახლა კი პრეზენტაციის სურათები:

 

 









  პ.ს. დღეს ბევრი ადამიანის სურვილი ახდა და მათ შორის ბარსამანიის ერთერთი აქტიური წევრის, Mariami7-ის. მას უკვე დიდი ხანია სურს სესკის ''ბარსაში''ხილვა. მარიამზე ბედნიერი დღეს არავინ არაა, მგონი თვითონ არც სესკი.  მარიამ გილოცავ !!! 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.