სესკის პირველი ვარჯიში

სესკის პირველი ვარჯიში

 

 როდესაც, დაახლოებით დღის 3 საათზე პრესკონფერენცია დასრულდა, "ბარსელონას" ახალწვეული სესკ ფაბრეგასი იმ სასტუმროში გაემართა, სადაც ლონდონიდან ჩამოსვლისთანავე დაბინავდა. ფაბრეგასი მარტო არ იყო. მან თავის ნათესავებთან ერთად ივახშმა. თუმცა დასვენებისთვის დიდი დრო არ მიეცა. 5 საათზე ის  Barça TV–სთვის ინტერვიუს მისაცემად წავიდა, რის შემდეგაც "სიუტატ ესპორტივასკენ" აიღო გეზი.

 სესკი კარგად არ იცნობს "სიუტატ ესპორტივას" ბაზას, ამიტომ მას მასპინძლობა კარლეს პუიოლმა გაუწია. "ბარსას" კაპიტანმა "არსენალის" ყოფილ კაპიტანს მანქანით მიაკითხა და დანიშნულების პუნქტში მიიყვანა, მოგვიანებით კი შენობა დაათვალიერებია, მომუშავე პერსონალი გააცნო და გასახდელი ოთახისკენ წარუძღვა.კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სწორედ აქ შედგა სესკის პირველი კონტაქტი პეპ გვარდიოლასა და ახალ თანაგუნდელებთან. ყველაფერმა მარტივად ჩაიარა. ისევე როგორც პეპი, ფეხბურთელებიც იცნობდნენ ფაბრეს. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანთან (პიკე, მესი) სესკს აკავშირებს ახლო მეგობრობა, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო.

7 საათზე ყველანი მოედნისკენ გაემართნენ. სესკის პირველი ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. ვარჯიშს ესწრებოდნენ პირველი გუნდის ფეხბურთელები და  "ბარსა ბ"–დან მონტოია, დოს სანტოსი, დალმაუ, სეპინოსა, ო. როსელი და ოიერი. სესიის დაწყებამდე სესკი ესაუბრა თავის "ძველ" მეგობრებს – ვიქტორ ვალდესს, ანდრეს ინიესტას და დავიდ ვილიას.

ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო სერხიო ბუსკეტსმა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.