დეკუს ინტერვიუ "ბარსაზე"
რამდენიმე დღის წინ, "ბარსას" ყოფილმა ნახევარმცველმა დეკუმ, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ კლუბ "ფლუმინენსეში" გამოდის, ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალ "Don Balon" - თან, სადაც ისაუბრა "ბარსელონაზე", ლეო მესიზე და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებზე.
– გსიამოვნებდათ "ბარსას" თამაშის ყურება წინა სეზონში ?
"ბარსელონა" დიდებული გუნდია. გასულ სეზონში მათ მართლაც დიდებული ფეხბურთი აჩვენეს, ისინი ბრწყინვალე ფორმაში იყვნენ და ყველა მატჩს უმაღლეს დონეზე ატარებდნენ. ისინი დანარჩენ გუნდებზე მაღლა იდგნენ და ამას ემატებოდა ლიონელ მესი. არგენტინელი
განსაკუთრებული და ამავდროულად გადამწყვეტი ფიგურაა გუნდის, რომელიც თითოეულ შეხვედრაში ამტკიცებს თავის მაღალ კლასს. მე მათი ყურებით დიდ სიამოვნებას ვღებულობ.
– რა განსხვავებაა "ბარსელონასა" და დანარჩენ კლუბებს შორის ?
კატალონიურ კლუბს ყოველთვის ახასიათებდა ფეხბურთის თამაშის გამორჩეული კულტურა, რომელიც მათ დღემდე შეინარჩუნეს."ბარსა" შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელების გაერთიანება, რომლებიც სრულყოფილებასთან ახლოს დგანან.
– როგორ ფიქრობთ, შესძლებს "ბლაუგრანა" თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ამ სეზონში?
ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩემი აზრით, ვერავინ იტყვის კიდევ რამდენ ხანს შეძლებს "ბარსა" სპექტაკლების დადგმას მოედანზე, მაგრამ ფაქტი ერთია - მინიმუ ორ წლიანი საფუძველი მათ ჯერ კიდევ აქვთ.
– თქვენი აზრით სესკის ტრანსფერი დაეხმარებათ ამ საქმეში ?
დიახ, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ახალგაზრდა ფეხბურთელების ყოლას კი ყოველთვის დადებითი მუხტი შემოაქვს გასახდელში. ახლა კი ყველაფერი გვარდიოლაზეა დამოკიდებული, თუ რა პოზიციას მოუძებნის მას მინდორზე.
– როგორ ფიქრობთ, მომავალში "ბარსას" კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება მესიზე?
ვიტყოდი, რომ 50%-ით. მესი იშვიათი ფენომენია, რომელსაც თამაშის საკუთარი, განუმეორებელი სტილი აქვს. "ბარსელონას" ნამდვილად შეუძლია მის გარეშე კარგად თამაშიც და მოგებაც, მაგრამ არა ისე ადვილად და თვალსაჩინოდ, როგორც არგენტინელთან ერთად.
– და მაინც, როგორ დაახასიათებდით მესის ?
კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მესი გადამწყვეტი ფიგურაა, რომელსაც გოლის გატანის შესანიშნავი ალღო აქვს. ის ნაზავაია რომარიოსი, რონალდოსი და რონალდინიოსი.
– მესიმ თავის პიკს მიაღწია, თუ კიდევ შეუძლია განვითარება ?
ვფიქრობ, რომ შეუძლია და ეს განვითარება უნდა აისახოს მსოფლიო ჩემპიონობაზე არგენტინის ნაკრებთან ერთად.
– ის ისეთია თავმდაბალია, როგორიც ჩანს ?
პირადად ჩემთვის ასეა. ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და არ შეცვლილა. მესი მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მაგრამ ამავდროულად უბრალო ადამიანიცაა.
– და ბოლო, სუპერთასის მატჩში ვისკენ ხართ?
სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ორივე კლუბში დიდებული დრო გავატარე, ასე რომ ეს მატჩი ჩემთვის საკმაოდ ემოციური საყურებელი იქნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]