სამი ფეხბურთელი რეზერვში
გვარდიოლას ''ვილიარეალთან'' მატჩში ძალიან დიდი პრობლემები აქვს დაცვაში. კარლეს პუიოლმა დაიწყო ვარჯიში უკვე გუნდთან ერთად, მაგრამ მისი თამაშის საკითხი, ორშაბათს მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გუნდს ვერ დაეხმარება პიკე, დანი ალვესი, ადრიანო და სავარაუდოდ ვერც იბრაჰიმ აფელაი. ხოლო რაც შეეხება თუ ვინ შეცვილს მას, პეპ გვარდიოლას სამი შესაზლო ვარიანტი აქვს. ესენი არიან: დოს სანტოსი, ბარტრა და სერხიო რობერტო. ისინი მაინც ჯერ ახალგაზრდები არიან, ამიტომაც პეპს გაუჭირდება არჩჱვანის გაკეთება ხვალ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მაქსველი. იგი დაცვაში ''ბარსასთვის'' დიდი ძალაა. ის და პუიოლი მაინც ვარჯიშობენ გუნდთან ერთად, მაგრამ მოხდება თუ არა მათი ძირითადში დაყენება ეს მარტო პეპმა იცის.
წესი გაუქმდა
ამ წელს ბევრი ''ბარსა ბ-ს'' მოთამაშე გადავიდა პირველ გუნდში. ეს რა თქმა უნდა ტრავმებაც გამოიწვია. 48 საათში გადაწყდება ყველაფერი, თუ ვის დააყენებს პეპ გვარდიოლა ძირითადში. ახლა კი რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ წესს. ეს წესი გამოიყურება ამგვარად, ნებისმიერი ''ბარსა ბ-ს'' მოთამაშის გამოძახება პეპს გუნდში, თამაშამდე 48 საათით ადრე შეუძლია. უფრო ადრე კი უკვე აღარ შეიძლება.
ახლა კი დღევენდელი ვარჯიშის ფოტომასალა






ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]